
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის №3 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ხითარიშვილმა, მონაწილეობა მიიღო სომხეთში გამართულ შინკიოკუშინის კარატეს ღია ფესტივალში და საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოადგინა თავისი სკოლა და ქვეყანა.
დაძაბული და კონკურენტული შეჯიბრის შედეგად მარიამმა მეორე ადგილი დაიკავა და მიღწეული შედეგისთვის დიპლომით დაჯილდოვდა. ეს წარმატება მისი დიდი შრომის, მონდომებისა და ძლიერი ბრძოლისუნარიანობის ნათელი დადასტურებაა.
მარიამის მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მიზანდასახულობა და მუდმივი ვარჯიში ყოველთვის იძლევა შედეგს და ახალ შესაძლებლობებს ხსნის ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ მარიამ ხითარიშვილს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: