ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ისე თვალსაწიერის გაფართოებასა და მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
აღსანიშნავია, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ეკოკლუბ „ბოგილას“ ინიციატივით გამართული ღონისძიება. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგ ქეთევან ჟღენტთან ერთად მიმოიხილეს ამ დღის დაარსების ისტორია. ასევე მედიცინის და ჯანდაცვის განვითარების გზა: პირველი სავალდებულო ვაქცინაციიდან თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ მიღწევებამდე.
დამსწრე პედაგოგებთან ერთად გამართული დისკუსია დაეთმო ჯანმრთელობის მსოლფიო ორგანიზაციის 2026 წლის სლოგანს - „ერთად ჯანმრთელობისათვის მხარში დავუდგეთ მეცნიერებას“.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს რომ მეცნიერული პროგრესი და ხარისხიანი განათლება საზოგადოების განვითარების მთავარი საყრდენია.
ღონისძიება დასრულდა თემატური და სახალისო ვიქტორინით - „ჯანდაცვა პოსტერებში“, რომელმაც მოსწავლეებს საშუალება მისცა კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ ჯანმრთელობის მნიშვნელობა.
იხილეთ ფოტოები: