
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის №2 საჯარო სკოლაში 24 აპრილი ემოციური და მტკივნეული გახსენების დღედ იქცა. მე-7 კლასის მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება - „ჩვენ ვართ მათი ხმა“, რომელიც დიდი გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგებას მიეძღვნა.
სიჩუმით, განცდითა და შინაგანი ტკივილით სავსე გარემოში მოსწავლეებმა საკუთარი სათქმელი სიტყვით, მუსიკითა და ფერებით გადმოსცეს. ღონისძიება ორგანიზატორები იყვნენ მშობლიური ენის მასწავლებლი, არმენუჰი ლულუკიანი და მუსიკის პედაგოგი, ქიშმიშ იგითიანი.
ღონისძიების განსაკუთრებულ ნაწილად იქცა ხელოვნების მასწავლებლის, ვანიკ თევანიანის ხელმძღვანელობით შექმნილი სიმბოლური ესკიზები. მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა ნამუშევრებმა თითქოს გააცოცხლა წარსულის ტკივილი და კიდევ ერთხელ შეახსენა დამსწრეებს ისტორიის სიმძიმე.
ლექსებით, სიმღერებითა და ნახატებით ბავშვებმა გამოხატეს ის, რასაც სიტყვები ხშირად ვერ იტევს - დაკარგული სამშობლოს მონატრება და მილიონნახევარი უდანაშაულო ადამიანის ტრაგედია. მათი ხმა იყო გულწრფელი, მტკიცე და ამავდროულად სევდით გაჟღენთილი.
„ჩვენ ვართ მათი ხმა“ - ეს არ ყოფილა მხოლოდ ღონისძიების სათაური. ეს იყო გზავნილი, რომელიც თითოეული მოსწავლისგან მოდიოდა, ხმა, რომელიც არ დადუმებულა და არც არასოდეს დადუმდება.
იხილეთ ფოტო: