თბილისის N28 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი ისტორიის თემაზე – VIII კლასის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ეპოქა განიხილეს
24-04-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლაში გაიმართა ისტორიის ღია გაკვეთილი, რომლის ფარგლებშიც VIII კლასის მოსწავლეებმა განიხილეს საქართველოს გაერთიანების პროცესი და დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები.

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს ისტორიული პიროვნების როლზე ქვეყნის გაძლიერების პროცესში. მათ გამოკვეთეს იმ პერიოდის მთავარი გამოწვევები, განიხილეს დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული რეფორმების მნიშვნელობა და საკუთარი არგუმენტებით გაამყარეს მოსაზრებები.

სასწავლო პროცესის დასასრულს მოსწავლეებმა ისტორიული მოვლენები თანამედროვეობას დაუკავშირეს და პარალელები გაავლეს, რაც მათ კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და საკითხის მრავალმხრივ გააზრებაში დაეხმარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203