
23 აპრილს მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, თუმცა ჩვენთან, საქართველოში, ეს თარიღი განსაკუთრებული ტრადიციით - წიგნის ჩუქების დღით არის ცნობილი. სწორედ ამ დღეს, ქუთაისის N 40 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლის კედლებში ნამდვილი დღე-სასწაული მოეწყო, სადაც მთავარი გმირი წიგნი, მთავარი ემოცია კი - გაზიარებული სიხარული გახლდათ.
სიმბოლურია, რომ წიგნის ჩუქების ტრადიცია საქართველოში რამდენიმე წლის წინ დამკვიდრდა და მისი მიზანი კითხვის პოპულარიზაციაა. ქუთაისის N40 სკოლის თვითმმართველობის წევრებმა დაამტკიცეს, რომ თანამედროვე თაობისთვის წიგნი კვლავ რჩება საუკეთესო მეგობრად. მათმა ინიციატივამ სკოლის ყოველი კუთხე ცოდნისა და სიყვარულის სივრცედ აქცია. როდესაც მოსწავლე თავად ხდება ასეთი კეთილშობილური იდეის ავტორი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სკოლა არა მხოლოდ განათლებას, არამედ მაღალ ღირებულებებსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას ნერგავს.
დღე მართლაც ჯადოსნური აღმოჩნდა: სკოლის დერეფნებში ღიმილიანი სახეებით ერთმანეთს წიგნებს გადასცემდნენ, ცვლიდნენ შთაბეჭდილებებს და გეგმავდნენ ახალ საკითხავ თავგადასავლებს. თვითმმართველობის წევრებმა შეძლეს, რომ პროცესი საინტერესო და ხალისიანი ყოფილიყო თითოეული კლასისთვის. წიგნის ჩუქება ხომ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ნივთის გადაცემა - ეს არის სხვისთვის ახალი სამყაროს კარის გაღება, რომელიც უკვე ლამაზ ტრადიდიცად დამკვიდრდა ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში.
იხილეთ ვიდეო