შემოქმედებითი გაკვეთილი იხტილის საჯარო სკოლაში: მეორე კლასელებმა ბუნების დიორამები შექმნეს
24-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის იხტილის საჯარო სკოლაში მეორე კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილი განსხვავებული და შემოქმედებითი აქტივობით გაამდიდრეს. პედაგოგ გოარ გალსტიანის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა პრაქტიკულმა სამუშაომ სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და ჩართული გახადა.

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს დიორამები, რომლებშიც დეტალურად და თვალსაჩინოდ წარმოაჩინეს როგორც წყლის, ისე ხმელეთის ბინადართა საარსებო გარემო. ბავშვებმა სხვადასხვა მასალის გამოყენებით გააცოცხლეს ბუნებრივი ეკოსისტემები და წარმოადგინეს ცხოველებისა და მცენარეების საცხოვრებელი პირობები.

მსგავსი ტიპის აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასწავლო პროცესში. შემოქმედებითი მუშაობა მოსწავლეებს ეხმარება ბუნებრივი სამყაროს მრავალფეროვნების უკეთ აღქმაში, უვითარებს დაკვირვების უნარს და ამყარებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკული გამოცდილებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203