საქართველო - ჩვენი სამშობლო - ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
24-04-2026

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - „საქართველო“ და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ინიციატივები მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათის არ არის - ეს გახლავთ მტკიცე ხიდი, რომელიც მოსწავლეებს სახელმწიფო ენასთან, ქვეყნის კულტურასა და მის გეოგრაფიულ მრავალფეროვნებასთან აკავშირებს. გაკვეთილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ენობრივი ბარიერი არ არსებობს იქ, სადაც სწავლების სწორი მეთოდოლოგია და ქვეყნისადმი დიდი სიყვარულია.

გაკვეთილზე ერთმანეთს ოსტატურად შეერწყა გეოგრაფია, ქართული ენა და ბილინგვური სწავლების პრინციპები. მოსწავლეები არა მხოლოდ ეცნობოდნენ საქართველოს რეგიონებს, მთებსა და მდინარეებს, არამედ ამ ყველაფერს სახელმწიფო ენაზე აკეთებდნენ. ბილინგვური სწავლება იძლევა საშუალებას, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებმა ენობრივი ბარიერის გარეშე გამოხატონ მოსაზრება, იმუშაონ რუკასთან, შეინარჩუნონ პროექტის დინამიურობა და სრულფასოვნად ჩაერთონ სასწავლო პროცესში. 

ინტეგრირებულმა გაკვეთილმა, რომელიც დატვირთული იყო ჯგუფური და პრაქტიკული სამუშაოებით, ცხადყო ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია, უკეთ ფლობდნენ სახელმწიფო ენას. აღნიშნული აქტივობა გახლდათ თვალსაჩინოება, თუ როგორ აქცევენ პროფესიონალი პედაგოგები საგაკვეთილო პროცესს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენად, ბილინგვური სწავლების გამოყენებით.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203