ნაბახტევის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედამიწის დღე საინტერესო საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს 
27-04-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის დედამიწის დღის აღნიშვნა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა. 

პედაგოგ ეკატერინე თედეშვილის შეთავაზებული აქტივობები იყო ასაკზე მორგებული, მხიარული და ამავე დროს შემეცნებითი.

მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში: ისაუბრეს ბუნებაზე და მის მნიშვნელობაზე.

უყურეს მოკლე ვიდეორგოლს გარემოს დაცვაზე, შექმნეს ნამუშევრები თემაზე - „დედამიწა ჩემი თვალით“. ისწავლეს, როგორ უნდა დაიცვან გარემო ყოველდღიურ ცხოვრებაში (ნაგვის დახარისხება, წყლის დაზოგვა და სხვ.)

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს ხატვისა და ხელსაქმის დროს.

მათ გაიაზრეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მის დაცვაზე თითოეული ადამიანი უნდა ზრუნავდეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს, როგორც ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებას, ასევე გუნდურ მუშაობასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

„მომავალში სასურველია მეტი პრაქტიკული აქტივობის დამატება (მაგალითად, მცენარის დარგვა). რათა მოსწავლეებმა საკუთარი წვლილი უფრო რეალურად იგრძნონ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ამ ღონისძიებებით მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა და პოზიტიური გამოცდილება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203