„დედამიწა ჩემი სახლია“- თბილისის N108 საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა შთამბეჭდავი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია
24-04-2026

თბილისის N108 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღსანიშნავად გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით - „დედამიწა ჩემი სახლია“, რომელიც მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ასმათ ვასაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს. 

ღონისძიების მიზანი იყო გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი სანახაობით წარდგნენ და პოეზიისა და მუსიკის შერწყმით მაყურებელს ბუნების სილამაზე და მისი დაცვის აუცილებლობა შეახსენეს.

ლიტერატურულ-მუსიკალურმა კომპოზიციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჩართულობა დედამიწის დაცვაში.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალა:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203