„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემეზე საინტერესო ნამუშევრები შექმნეს 
27-04-2026

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

სკოლის V, VI და  VII კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - შორენა გოგოხიას ხელმძღვანელობით,  სხვადასხვა საგანმანათლებლო  და გარემოსდაცვითი ჩანახატები და ნახატები შექმნეს სლოგანებით - „მოვეფეროთ დედამიწას“, „დედამიწა ჩვენი სახლია“ და ა.შ.

მოსწავლეებმა ისაუბრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და გააცნობიერეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვაში. 

„ამ ნაშრომებით ბავშვები  გამოხატავდნენ ზრუნვას და სიყვარულს დედამიწის და  გარემოს მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა ენთუზიაზმი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203