„ერთად შევინარჩუნოთ მწვანე სამყარო“ - ღების საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პოსტერი
24-04-2026

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში დედამიწის მსოფლიო დღეს საინტერესო ეკოსაგანმანათლებლო აქტივობით გამოეხმაურნენ. 

სკოლის ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგმა ნინო ხუსკივაძემ VIII - IX კლასის მოსწავლეებთან ერთად შექმნა პოსტერი დედამიწის დღესთან დაკავშირებით

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა, პასუხისმგებლობის განცდის გაძლიერება ჩვენი პლანეტის მიმართ.

ბავშვებმა მიიღეს ცოდნა, აუმაღლდათ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის წვლილი დედამიწის დაცვაში.

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ აქტივობაში და სამომავლოდაც მსგავს ღონისძიებებში ხალისით ჩართვის მზაობა გამოთქვეს. 

22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203