ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში სპორტული დღესასწაული მოეწყო
24-04-2026

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და სკოლებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში სპორტული დღესასწაული მოეწყო.

სპორტის მასწავლებელმა ილია ძაძამიამ, მეგობრული შეჯიბრი -„მხიარული სტარტები“ მოაწყო, რომელიც დედამიწის დღეს მიეძღვნა. 

ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლასთან შერწყმულ, ულურიის საჯარო სკოლის და ლიის თემის N2  მოსწავლეებმა სახელოვნად იასპარეზეს. ერთმანეთს სხვადასხვა აქტივობებში ეჯიბრებოდნენ გუნდები: „არწივები“ და „ლომები“.

გამარჯვება წილად ხვდა გუნდ „არწივებს“. ღონისძიებას სპორტის მასწავლებელთან ერთად ორგანიზება გაუწიეს ორივე სკოლის ესთეტიკის კათედრის წევრებმა. ღონისძიების წარმართვაში ჩართული იყო  სკოლის დირექცია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203