„აი ია- გზად დედაენისკენ“ - ნაბახტევის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება 
24-04-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მოსწავლეებს მშობლიური ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას  პირველი კლასიდან ასწავლიან. 

14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით,  პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ეკატერინე თედეშვილის ხელმძღვანელობით გამართეს ღონისძიება დევიზით - „აი ია- გზად დედაენისკენ“. 

ღონისძიება იყო შინაარსით მდიდარი და მისი მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული ენის სიყვარულის გაღვივება და დედაენის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრება.

ღონისძიების მონაწილეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, მის ტკბილხმიანობას წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს აქტივობები, თემატურად დაკავშირებული ანბანთან, პირველ სიტყვებთან და ქართული ენის სილამაზესთან. „აი ია“ სიმბოლურად გამოხატავდა თითოეული ადამიანის პირველ ნაბიჯს ცოდნისა და ენის სამყაროში.

მოსწავლეებმა გამოავლინეს შემოქმედებითობა და პასუხისმგებლობა.

„ასეთი აქტივობები მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებას და კულტურული ფასეულობების დაცვას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომლასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203