
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად განსაკუთრებული და შთამბეჭდავი გარემო შეიქმნა. ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმით დაასუფთავეს სკოლის ეზო. მათ საკუთარი ხელით დარგეს ფერადი ყვავილები, რომლებმაც ეზოს სილამაზე და სიხალისე შემატა. განსაკუთრებული მზრუნველობით ხეზე დაკიდეს ჩიტის ბუდე - და გადადგეს, პატარა, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბუნებაზე ზრუნვისკენ. მოსწავლეებმა ასევე შექმნეს პოსტერი.
„ეს დღე ერთიანობას, სითბოსა და პასუხისმგებლობის გრძნობას უსვამდა ხაზს“, - აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა ენთუზიაზმი.
იხილეთ ფოტოები: