
თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, დედაენის დღე სხვადასხვა აქტივობით აღნიშნეს.
პედაგოგმა მოსწავლეებს შეახსენა, რომ მშობლიური ენა იდენტობის შენარჩუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებელ იარაღს წარმოადგენს. ენის მთავარი „დამბინძურებელი“ ბარბარიზმი და კალკია.
ამიტომ კლასში ყველაზე გავრცელებული ბარბარიზმები „შეაგროვეს“ და სწორი ფორმით წარმოთქმაზე იმუშავეს.
ქართული ენის უნიკალურობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ჩვენი ანბანია. პატარები ეზიარნენ ძველ ქართულ დამწერლობას, მონაწილეობა მიიღეს კალიგრაფიის კონკურსში - „მხადრულიდან ასომთავრულში“ და ორივე დამწერლობის ულამაზესი ქართული ასოებით მოქარგეს და შექმნეს ხელნაწერები, რომლებიც გამოიფინა საკლასო სივრცეში.
„ენა ხომ ცოცხალი ორგანიზმია. ის საზოგადოებასთან ერთად იზრდება, ვითარდება და იცვლება. ამიტომაც, მას ცოცხალი არსებასავით სჭირდება მოფრთხილება და დაცვა“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებთან ერთად „ბარბარიზმების“ წინააღმდეგ ილაშქრებენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო