დიდი ინტელექტუალური თავგადასავალი იწყება - 28 აპრილიდან „ეტალონის“ ოლიმპიადა იღებს სტარტს
24-04-2026

დღეს ერთად შევუდგებით გზას, რომელიც წარმატებამდე მიგვიყვანს - „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით იწყება.

ეს გახლავთ შესაძლებლობა, დაინახოთ, რამდენად შორს შეგიძლიათ წასვლა! აქ შედეგი მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გზა, რომელიც ამ შედეგამდე მიგვიყვანს. ყველა „ეტალონელმა“ იცის, რომ ეს შეჯიბრი კი არა, საკუთარი თავის, საკუთარი შრომის, მიზნებისკენ გადადგმული ნაბიჯების ჩემპიონატია.

გაითვალისწინეთ, რომ „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირება მხოლოდ მიღებული ცოდნის შემოწმება არ არის, აქ სიტყვა ძალაა, აზრი კი - ფორმა, სადაც მთავარი არა გამარჯვება, არამედ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაა !

28 აპრილს დიდი ინტელექტუალური თავგადასავალი იწყება - წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მონაწილეს! ჩვენ გვჯერა თქვენი გონებისა და თქვენი ნიჭის.

გახსოვდეთ, „ეტალონის“ პროექტები მათთვისაა, ვისაც არ ეშინია სირთულეების და ვისაც სჯერა, რომ ცოდნა ყველაზე მძლავრი იარაღია.

„ეტალონის“ ოლიმპიადები ტარდება მე-2-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ონლაინ.
გაიარეთ რეგისტრაცია და გაეცანით დეტალურ ინფორმაციას.

ინფორმაციისთვის: ტესტის სტრუქტურა სპეციალურად ისეა შექმნილი, მონაწილეებმა შეძლონ საკუთარი, უნიკალური სტრატეგია შეიმუშაონ: ისწავლონ დროის მართვა, ეფექტური გადაწყვეტილების მიღება და საკუთარ პროგრესზე დაკვირვება.

გაითვალისწინეთ: რომ წელს თქვენს წარმატებას კიდევ უფრო ხელშესახებად აღვნიშნავთ! გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ათეულებს სპეციალური ონლაინ დიპლომები ენიჭებათ, ხოლო პირველადგილოსნებს - აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული, ჩვენ დავამატეთ სურვილის შემთხვევაში, მოპოვებული დიპლომის/სიგელის ბეჭდვური ვერსიის გატანა თბილისიდან და ასევე ივნისში, თბილისსა თუ ბათუმში, izrune.ge-ს მასშტაბურ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა - სადაც მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ კუთვნილი დიპლომები.

აქვე შეგახსენებთ, რომ ათეულებისა და აბსოლუტური ჩემპიონების წარმატების შესახებ ინფორმაცია იგზავნება განათლების სამინისტროსა და სკოლებში, რაც თქვენი მიღწევების ოფიციალური დასტური ხდება.

ასე რომ, წინ ახალი გამარჯვებებისკენ! გახდი შენი ცოდნის ეტალონი !

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 68 15 15 ან მოგვწერეთ FB გვერდზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203