
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია.
სკოლის მე-2 კლასელებმა საკუთარი ხელით შექმნეს „ახალი მეგობრები“.
თოჯინების დამზადების შემდეგ, ბავშვებმა თავად წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები, ისაუბრეს მათ პერსონაჟებზე და მოიფიქრეს პატარა ისტორიები.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ნარგიზ კახაძე ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი მიდგომა საუკეთესო გზაა ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად და თვითგამოხატვისთვის.
„მადლობა პატარებსა და მათ დამრიგებელს ასეთი ლამაზი და საინტერესო გაკვეთილისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.