
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს საგანმანათლებლო დღეები მიეძღვნა. კვირეულის ფარგლებში კი არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
მათ შორის, დედაენის კვირეულის განმავლობაში, პროექტის - „ენა საზღვრებს მიღმა“ - ფარგლებში სკოლაში შეხვედრა ჩატარდა.
მოსწავლე-მასწავლებლები საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრებ თანამემამულეებს დაუკავშირდნენ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
სტუმრებმა მოსწავლეებს გაუზიარეს პირადი ისტორიები, ისაუბრეს იმ გამოწვევებსა და ყოველდღიურობაზე, რაც თან სდევს უცხო გარემოში ქართული იდენტობის შენარჩუნებას.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველაზე შთამბეჭდავი იყო იმის მოსმენა, თუ როგორ უფრთხილდებიან, როგორ იცავენ და რა განსაკუთრებული სიყვარულით აგრძელებენ ქართულ ენაზე საუბარს საუკუნეების მანძილზე.
„მათმა მაგალითმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართული ენა არის ის უხილავი ხიდი, რომელიც ყველა ქართველს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სამშობლოსთან აკავშირებს.
მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს, საინტერესო შეხვედრისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეხვედრას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - ირა ძირკვაძემ და ციცინო გობაძემ.
იხილეთ ფოტოები: