
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა ქართული ენის დღე მასშტაბურად, კვირეულით აღინიშნა.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილმა საგანმანათლებლო დღეებმა კი არაერთი საინტერესო ღონისძიება გააერთიანა.
მათ შორის, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
თამაში სრულად ქართულ ენასა და ლიტერატურას დაეთმო.
მოსწავლეებმა საინტერესო კითხვებს უპასუხეს, გამოავლინეს საგნის ცოდნა და გუნდური მუშაობის უნარი.
ღონისძიებას პედაგოგი ციცინო გობაძე ხელმძღვანელობდა.
„მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს მშობლიური ენის სიყვარულსა და ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ყველა მონაწილეს აქტიურობისთვის.
იხილეთ ფოტოები: