მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ეკოაქტივობები
24-04-2026

დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან რადგან პედაგოგები მათი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნა. გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას აქტიურად შეუერთდნენ მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათ ინგლისურ ენაზე მოამზადეს პრეზენტაციები, შექმნეს პოსტერები, დარგეს მცენარეები და გასცეს რეკომენდაციები, რომ ერთად ვიზრუნოთ და გადავარჩინოთ დედამიწა. 

დედამიწის დღე არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც აღინიშნება 22 აპრილს მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით. დედამიწის დღის თემა ყოველწლიურად იცვლება და ყურადღებას ამახვილებს ჩვენი პლანეტის წინაშე მდგარ ისეთ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ტყეების განადგურება, დაბინძურება და სახეობების გადაშენება და სხვა. ამ დღის მიზანია,წაახალისოს ინდივიდები მიიღონ ზომები გარემოს დასაცავად.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203