
მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით 22 აპრილს აღინიშნება დედამიწის დღე.
ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაშიც ხელოვნების მასწავლებელმა ნ. არძენაძემ მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად დაგეგმა პროექტი - „დავიცვათ ჩვენი გარემო“, რომლის საშუალებითაც პასუხი გაეცა კითხვას - რატომ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე?
პროექტში ჩერთნენ როგორც უფროსი, ასევე უმცროსკლასელებიც.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა - ქეთი მარკოიძემ და მეგი ირემაძემ შეარულეს ნახატები: „მოწყენილი დედამიწა“, „ნაგვის ურნების აქცია“, „ფერადი სამყარო“, „ნაგავი ბუნების მტერია“, „ბუნება უჭკუო მოქმედებისთვის გვსჯის“, „ბუნება ყველა ენაზე მეტყველებს“.
მოსწავლეებმა ერთობლივად მოამზადეს სასკოლო თემატური სტენდი ნახატებით და კედლის გაზეთით, უმცროსკლასელებთან ჩაატარეს გარემოს დაცვის აუცილებლობაზე საუბარი და გამოკითხვა, გადაიღეს ორწუთიანი ფილმი.
დასკვნით ნაწილში გააკეთეს პრეზენტაცია და ლიტერატურული ჩანახატი. დაგეგმილი აქვთ ასევე მიიღონ მონაწილეობა სკოლის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში და შექმნან ელექტრონული წიგნი, სადაც შეიტანენ თავიანთ ნახატებს, პლაკატებს ბუნების შესახებ გამონათქვამებსა და აფორიზმებს.
„დაგეგმილი პროექტის მიზანი მიღწეულია. მადლობა პატარა მეგობრებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარეთ მოსწავლეთა ენთუზიაზმი.