ზანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს
11-07-2018
ზანის საჯარო სკოლაში 1-ელი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ანბანის გაცილება" გამართეს. სკოლის აღსაზრდელებმა ანბანის თითოელ ასოზე გამოცანები წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
ღონისძიების ბოლოს პედაგოგებმა პირველკლასელებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს. იხილეთ ფოტო
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის