
თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-9 კლასელები გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ორიგინალურად გამოეხმაურნენ.
მე-9 კლასის მოსწავლეებს ღია ცის ქვეშ ჩაუტარდათ გაკვეთილი თემაზე - „22 აპრილი- დედამიწის დღე“.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ია ტუშურმა მოსწავლეები სახალისო ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში ჩართო.
„დედამიწა ჩვენი სახლია“- აღნიშნეს მოსწავლეებმა, საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
იხილეთ ფოტოები: