თბილისის N28 სკოლის VII- IX კლასების მოსწავლეთა ინგლისური ენის ღია გაკვეთილი უილიამ შექსპირის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა
30-04-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ

აღსანიშნავია, ინგლისური ენის ღია გაკვეთილი, რომელიც უილიამ შექსპირის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა. 

სკოლის დირექტორი და ინგლისური ენის პედაგოგი ქეთევან დავლიანიძე VII- IX კლასის მოსწავლეებს ინგლისელი დრამატურგის, პოეტისა და ბარდის უილიამ შექსპირის შესახებ ესაუბრა.

გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ შექსპირის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მასწავლებელმა მოკლედ ისაუბრა მის ცნობილ პიესებზე და სონეტებზე.

გაკვეთილი ბავშვებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო -შემეცნებითი აღმოჩნდა. ბავშვებმა შექსპირის ბიოგრაფიიდან ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტი შეიტყვეს და ინგლისური ენის სიტყვათა მარაგიც გაიმდიდრეს

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203