იხილეთ ფოტოები:

დედამიწა, რომ ჩვენი საერთო სახლია, მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
რაღა თქმა უნდა, სკოლის მოსწავლეები აქტიურად გამოეხმაურნენ დედამიწის მსოფლიო დღეს.
„მადლობა, დედამიწავ!“ - აი, ასე გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ბუნებისადმი მე-4 კლასელებმა (კლ.ხელმძღვანელი ნ.ბჟალავა).
მოსწავლეებმა ისაუბრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
მეორე დღეს მათ დანარჩენი მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ბავშვები მასწავლებლების მიერ დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობებში ჩაერთნენ და უკეთ გაიაზრდეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე.