მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები ​მარტვილის N1 საჯარო სკოლაში 
24-04-2026

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

22 აპრილს მსოფლიომ დედამიწის დღე აღნიშნა. გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ. 

სკოლაში არაერთი აქტივობა გაიმართა, რომლებიც ემსახურებოდა გარემოსდაცვითი საკითხების გაცნობიერებას, ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობის გააზრებასა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას.

სწორედ ამ მიზნით, მე-9 კლასის მოსწავლეებს პედაგოგებმა (დ.ჭილაძე, ს.ხარებავა) წარუდგინეს ფილმი და ანიმაციები გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე. 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში ვიქტორინაც გაიმართა. მოსწავლეებმა გარემოსდაცვით საკითხებზე დასმულ სხვადასხვა კითხვას უპასუხეს და გაიაზრეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. 

დედამიწის მსოფლიო დღე 1970 წლის 22 აპრილიდან აღინიშნება. წელს მისი დაარსებიდან 56 წელი შესრულდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203