„ადიქცია-ჯანსაღი წესის დამკვიდრება მოზარდებში“ - თბილისის N28 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
29-04-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, მე-7 კლასში ჩატარდა პროექტი - „ადიქცია-ჯანსაღი წესის დამკვიდრება მოზარდებში“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანია, საკითხის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, რადგან გარდატეხის ასაკში მოსწავლეებს სჭირდებათ მეტი სიფრთხილე სწორი არჩევანის გასაკეთებლად, რათა არ გახდნენ დამოკიდებულნი მავნე ჩვევებზე.

პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია მოამზადეს: ანიტა ნარიმანიძემ და ბარბარე დვალიშვილმა.

პროექტს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ეკატერინე ოქროპირიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203