
22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. დღესასწაული, რომელიც გარემოს დაცვის მხარდასაჭერად მთელს მსოფლიოს აერთიანებს.
გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას აქტიურად შეუერთდა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლა, სადაც ტრადიციულად, ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე-მასწავლებლების ჩართულობით დასუფთავების აქცია მოეწყო.
მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია და სხვებსაც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს - „დავიცვათ ჩვენი საარსებო გარემო, ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ დედამიწას“.
სკოლის მე-7 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა კი დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ვიდეორგოლი მოამზადეს სახელწოდებით - „გავუფრთხილდეთ დავიცვათ ჩვენი დედამიწა“.
გეოგრაფიის მასწავლებელმა, ლალი სვიმონიშვილმა და მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია და მოაწყვეს ფილმის ჩვენება, ასევე, მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო მაკეტი და ნახატი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: