ქუთაისის N16 სკოლის მოსწავლეთა „ჩვენი საქართველოს“ შთამბეჭდავი გაკვეთილი დიალოგისა და მსჯელობის ფორმატში წარიმართა
24-04-2026

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის V კლასში „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილი განსაკუთრებით საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარიმართა. 

პედაგოგმა ლევან ბანძელაძემ მოსწავლეებს საქართველოს კუთხეების მრავალფეროვნება გააცნო და თითოეული მათგანის უნიკალურობაზე გაამახვილა ყურადღება. ბავშვებმა იმსჯელეს ქვეყნის სხვადასხვა მხარის ბუნებაზე, ტრადიციებსა და კულტურულ თავისებურებებზე, რამაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათში კიდევ უფრო გააღვივა სამშობლოს სიყვარული და ინტერესიც გააძლიერა.

გაკვეთილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არგონავტების ლაშქრობის განხილვა იყო.

მოსწავლეებმა გაიხსენეს, თუ როგორ უკავშირდება ეს უძველესი მითოლოგიური ისტორია კოლხეთს და რა ადგილი უჭირავს მას საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაში.

გაკვეთილი დიალოგისა და მსჯელობის ფორმატში წარიმართა, სადაც თითოეულ მოსწავლეს ჰქონდა საკუთარი აზრის გამოთქმისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203