„ჩვენი  შემოქმედება“ - საინტერესო შემოქმედებითი პროექტი წნორის N1 საჯარო სკოლაში
24-04-2026

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მოსწავლეთა მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, მე-8 კლასში განხორციელებული საინტერესო პროექტი - „ჩვენი შემოქმედება“, რომელმაც მოსწავლეთა დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. 

ხელოვნების პედაგოგ მაია აბულაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს მრავალფეროვანი ნამუშევრები: დახატეს, მოქარგეს, მოქსოვეს, გამოძერწეს, შექმნეს ლამაზი დეკორატიული ნივთები. თითოეულ ნამუშევარში ჩანდა მათი ფანტაზია, შრომა და შემოქმედებითობა.

„მოსწავლეებმა გამოაჩინეს, რომ ისინი მართლა ნიჭიერი და შემოქმედებითი არიან“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ პროექტი კიდევ უფრო გაალამაზა სიმღერამ და ცეკვამ.

პროექტს ესწრებოდნენ მასწავლებლები და სკოლის დირექცია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203