მატნის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა დედამიწის დღე ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს
23-04-2026

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ და ბავშვებს ასწავლიან, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. 

22 აპრილს სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე ღონისძიებით აღნიშნეს. 

ღონისძიებას ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო სახე. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. 

დედამიწის დღე გვახსენებს, რომ ბუნება არ არის მხოლოდ გარემო, სადაც ვცხოვრობთ - ის ჩვენი ნაწილია. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ვზეიმობთ დედამიწის სილამაზეს, არამედ ვფიქრობთ ჩვენს პასუხისმგებლობაზეც. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მცირე ნაბიჯებით დიდი ცვლილებების შექმნა - ნარჩენების შემცირება, ბუნების დაცვა, ენერგიის დაზოგვა და ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრების არჩევა.

მოვუწოდებთ ყველას - გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას, რადგან დედამიწა ჩვენი ერთადერთი სახლია“,- აღნიშნავენ სკოლაში, ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და მადლობას უხდიან ელენა მასწავლებელსა და მის პატარებს ასეთ ლამაზი და შესანიშნავი ღონისძიებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203