
22 აპრილს მსოფლიომ დედამიწის დღე აღნიშნა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში ამ გარემოსდაცვით დღესასწაულს საინტერესო პროექტით გამოეხმაურნენ.
სკოლის მე-5, მე-7, მე-9, მე-10 კლასების მოსწავლეებმა პროექტის - „ერთად დავიცვათ დედამიწა“, ფარგლებში განახორციელეს შემდეგი აქტივობები: შექმნეს ნახატები და მოაწყვეს გამოფენა, წარმოადგინეს პრეზენტაცია დედამიწის დღის შესახებ.
აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. მათ კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მისი მოფრთხილება ჩვენი ვალია.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობების მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოს დაცვის მნიშვნელობის გააზრება. დედამიწის დღის პოპულარიზაცია და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის განვითარება.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო