
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და ყოველთვის გამორჩეულად აღნიშნავენ ისეთ ეროვნულ დღესასწაულებს - როგორიც დედაენის დღეს.
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასში, დამრიგებლის - ინგა ლეჟავას ჩატარებული ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იყო შინაარსით მდიდარი, ემოციურად დატვირთული, ამაღელვებელი და სულიერად გამდიდრებული.
ღონისძიების მიზანი იყო, მოსწავლეებში ქართული ენის სიყვარულის გაღვივება, მისი მნიშვნელობის გააზრება და ქართული ენისადმი პატივისცემის გაძლიერება.
მოსწავლეთა გამოსვლები იყო გულწრფელი, შთამბეჭდავი, თითოეული ლექსი თუ სიმღერა გულიდან მოდიოდა და მსმენელამდეც სწორად ამ გულწრფელი ემოციით აღწევდა. ეს იყო სიყვარულით ნასაზრდოები ამბავი დედა-ენისა.
„ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა და იმედის ნაპერწკალი გააღვივა, რომ ჩვენი მომავალი თაობა ღირსეულად დაიცავს და გააგრძელებს ქართული ენის სილამაზესა და სიძლიერეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: