მთავრობის დადგენილება საჯარო სკოლებსა და ბაღებს ეხება - განისაზღვრა 5 კატეგორია
04-05-2026

საქართველოს მთავრობის დადგენილებით სკოლებისა და ბაღების მშენებლობის/სრული რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის პროექტების განხორციელების მიზნით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განისაზღვრა, აღნიშნული დაწესებულებების  საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის კატეგორიების დროებითი წესი.

გამოიყო 5 შემდეგი კატეგორია:

ა) I კატეგორია − შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვარგისია უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის;

ბ) II კატეგორია − შენობა დაზიანებულია, თუმცა საფრთხის შემცველი არ არის და საჭიროებს შესაბამის სარემონტო სამუშაოებს;

გ) III კატეგორია − შენობა (30%-მდე) დაზიანებულია, დაქვეითებულია საექსპლუატაციო მედეგობა და საჭიროებს დროულ გამაგრებას შესაბამისი პროექტის მიხედვით;

დ) IV კატეგორია − შენობა (30%-დან 50%-მდე) დაზიანებულია, ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია, გარეგანი ზემოქმედების შემთხვევაში მოსალოდნელია ცალკეული კონსტრუქციების მყისიერი ჩამოშლა, საჭიროა, განხორციელდეს ევაკუაცია და დემონტაჟი ან გამაგრება სათანადო პროექტის მიხედვით;

ე) V კატეგორია − შენობა (50%-ზე მეტი) დაზიანებულია და საჭიროებს დაუყოვნებლივ დარჩენილი ნაწილების დემონტაჟს.

შენობა-ნაგებობის სეისმურ ნორმებთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობის შემთხვევაში, უსაფრთხო ექსპლუატაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია III კატეგორიის ერთი კატეგორიით გაზრდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203