ბუნების სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გაძლიერების დღესასწაული საყდრიონის საჯარო სკოლაში 
23-04-2026

დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. პედაგოგ გურანდა ბერიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება, რომელმაც მოსწავლეებს ბუნების დაცვის მნიშვნელობა და თითოეული ჩვენგანის ეკოლოგიური პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ გაახსენა. 

„დედამიწის დღესთან დაკავშირებით lll-lV კლასის მოსწავლეებთან ერთად ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი დღე გავატარეთ. ბავშვებმა დიდი მონდომებით მოამზადეს პრეზენტაციები, სადაც ისაუბრეს დედამიწის მნიშვნელობაზე, ბუნების დაცვაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს, ისაუბრეს გარემოს დაბინძურების პრობლემებზე და იმ პატარა ნაბიჯებზე, რომლითაც თითოეულ ადამიანს შეუძლია დედამიწის დაცვაში წვლილი შეიტანოს.

აქტივობა სკოლის ეზოში გაგრძელდა, სადაც ბუნებასთან ახლოს ყოფნამ ბავშვებს კიდევ უფრო გაახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა. ერთად ვიმღერეთ დედამიწისადმი მიძღვნილი სიმღერა და კიდევ ერთხელ გავიაზრეთ რომ ჩვენი პლანეტა ჩვენი საერთო სახლია.
ეს დღე ბავშვებისთვის არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ ბუნების სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გაძლიერების დღე იყო. 
 დედამიწა – ჩვენი საერთო სახლია თუ ყველა ვიზრუნებთ გარემოზე, იგი კიდევ უფრო ლამაზი და სუფთა იქნება“,- აღნიშნავს პედაგოგი და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203