
22 აპრილს მსოფლიომ დედამიწის დღე აღნიშნა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლაში ამ გარემოსდაცვით დღესასწაულს ეკოაქტივობით გამოეხმაურნენ.
გაიმართა სკოლის ეზოს დასუფთავების აქცია, რომელიც იქცა პატარა მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯად დიდი მიზნისკენ - დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე გაიმართა. მოსწავლეებმა ერთობლივი ძალებით დაასუფთავეს სკოლის ეზო, რითაც არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, არამედ საკუთარი პასუხისმგებლობაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს.
ღონისძიებაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. ისინი დიდი მონდომებით აგროვებდნენ ნარჩენებს, აწესრიგებდნენ სივრცეს და ზრუნავდნენ, რომ ეზო სუფთა და მოწესრიგებული გამხდარიყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი ერთიანობა და გუნდური მუშაობა - თითოეული მათგანი აცნობიერებდა, რომ სისუფთავე ყველას საერთო საქმეა.
„მსგავსი აქტივობები დიდ როლს თამაშობს მოსწავლეების ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ისინი სწავლობენ, რომ გარემოს დაცვა ყოველდღიური პასუხისმგებლობაა და თითოეულ მცირე ქმედებასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს- სუფთა გარემო ჩვენი არჩევანია“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.