„მოდი, ერთად ვიზრუნოთ დედამიწაზე - შევამციროთ ნარჩენი“ - დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
24-04-2026

22 აპრილს მსოფლიომ დედამიწის დღე აღნიშნა. დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში ამ გარემოსდაცვით დღესასწაულს საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურნენ. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთად გაიხსენეს, რამდენად ძვირფასი და უნიკალურია ჩვენი პლანეტა. გაიმართა სხვადასხვა აქტივობა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობების მთავარი მიზანი იყო საზოგადოებისთვის შეხსენება, რომ მცირე ნაბიჯებიც კი დიდი ცვლილებების საფუძველია - ნაკლები ნარჩენი, მეტი სისუფთავე და ბუნებაზე ზრუნვა.

„22 აპრილი ეძღვნება - ჩვენს პლანეტას. დედამიწა ჩვენი სახლია, მაგრამ ამ სახლს ხშირად თავადვე ვაბინძურებთ. ზოგჯერ გვგონია, რომ პატარა ნაგავი არაფერს შეცვლის… მაგრამ ერთი ქაღალდი კვირები რჩება, ხოლო პლასტმასა და მინა - ათეულობით და ასეულობით წელი რჩება ბუნებაში. მე-5 კლასის გზავნილია: არ დაანაგვიანო გარემო! მოდი, ერთად ვიზრუნოთ დედამიწაზე - შევამციროთ ნარჩენი, სწორად დავახარისხოთ და დავიცვათ ჩვენი გარემო.  ერთად ვიზრუნოთ ჩვენს საერთო სახლზე!“, - აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

აქტივობებს პედაგოგი თამო დეკანოსიძე ხელმძღვანელობდა.

დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 22 აპრილს და მიზნად ისახავს გარემოს დაცვას, ბუნებაზე ზრუნვას და ეკოლოგიური პრობლემებისადმი ცნობიერების ამაღლებას. ეს დღე პირველად აღინიშნა 1970 წელს და დღეს უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ტარდება სხვადასხვა აქტივობა - დასუფთავების აქციები, ხეების დარგვა, ეკოპროექტები და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

იხილეთ ვიდეომასალა - ბმული1

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203