მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს 
23-04-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.

გაიმართა ღონისძიება, რომელმაც არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობა გააერთიანა. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები, პრეზენტაციები და შემოქმედებითი ნომრები.

მათ ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და დამწერლობის უნიკალურობაზე. მოსწავლეებს არც იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი დავიწყებით და აღნიშნეს მისი შექმნილი დედაენის როლი საქართველოში წიგნიერების განვითარებაში. 

დღემ განსაკუთრებული ემოციებით ჩაიარა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული ენის სიყვარულსა და პატივისცემას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203