
22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. დღესასწაული, რომელიც გარემოს დაცვის მხარდასაჭერად მთელს მსოფლიოს აერთიანებს.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეს მნიშვნელოვანი დღე სასარგებლო აქტივობებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა სკოლა და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და მოაწესრიგეს, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს მადლიერება და ზრუნვა ჩვენი დედამიწის მიმართ.
ამ აქციით ბავშვებმა გააცნობიერეს, რომ გარემოზე ზრუნვა და სისუფთავის შენარჩუნება თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.
„ერთად ვიზრუნოთ დედამიწაზე!“,- აღნიშნეს მოსწავლეებსა და საზოგადოებასაც მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს.