დედამიწას, რომ დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
მოსწავლეები დღესასწაულს სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებებით შეუერთდნენ - მე-9 კლასელებმა, გეოგრაფიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, დიდამიწის დღესთან დაკავშირებით, მაკეტები დაამზადეს, ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრეს და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს.
მე-3 კლასელბმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე დახატეს და გააფერატეს თემატური სურათები.
მასწავლებელი ანჟელა ნალბანდიანი მათ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და პატარებს შეახსენა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძია ჩვენი წილი შევიდანოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.
იხილეთ ფოტოები: