
თბილისის N79 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა 14 აპრილი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა.
მე-6ა კლასში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობების კვირეული მოეწყო. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია დედა ენის დღის შესახებ, დაამუშავეს რეფერატები და წარადგინეს კლასის წინაშე. ასევე შეასრულეს კალიგრაფიული ნამუშევრები და გაეცნენ 14 აპრილისადმი მიძღვნილ ვიდეორესურსებს.
კვირეული მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და ბავშვებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო შემეცნებითი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებას და ქართული ენისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
კვირეულს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო მაჭარაშვილი.
იხილეთ ფოტოები: