
22 აპრილს, მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ამ გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლა, სადაც მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული არაერთი აქტივობა მოეწყო.
ბავშვებმა გამართეს პრეზენტაციები, დაამზადეს ბროშურები, პლაკატები, ასევე ისაუბრეს კლიმატის ცვლილებებზე, ბუნების დაცვის გზებზე და საკუთრი წილი პასუხისმგებლობა გაიაზრეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია, რომელსაც მოვლა-მოფრთხილება სჭირდება.
„გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას, რადგან დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს.
იხილეთ ფოტოები: