„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მისი გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა“​ - დადეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
23-04-2026

22 აპრილს, მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ტრადიციულად შეუერთდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლა, სადაც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები IV - XII კლასის მოსწავლეები. მათ მიერ წარმოდგენილმა აქტივობებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის ეკოლოგიური პრობლემების გააზრება და მათ მოგვარებაზე ზრუნვა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს:

თემატური პრეზენტაციები: უფროსკლასელებმა ისაუბრეს გლობალურ დათბობაზე, გარემოს დაბინძურების პრევენციასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებლობაზე.

ნახატების გამოფენა: სკოლის ბიბლიოთეკაში გამოიფინა მოსწავლეთა ნამუშევრები, რომლებშიც ფერებითა და სიმბოლოებით იყო გადმოცემული დედამიწის სილამაზე და ის საფრთხეები, რაც მას ადამიანის დაუდევრობით ემუქრება.

საინფორმაციო ბუკლეტები: მოსწავლეებმა თავად დაამზადეს და გაავრცელეს ბუკლეტები „მწვანე რჩევებით“, რომლებიც მოუწოდებდა თანატოლებსა და თემის წევრებს ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენებისკენ.

ფილმის ჩვენება: მოსწავლეებმა ნახეს ფილმი, როგორ გრძნობს ჩვენი პლანეტა ადამიანის დაუდევრობით გამოწვეულ ტკივილებს.

„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მისი გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა“ - ეს იყო დღის მთავარი გზავნილი.

დადეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  ქართული ენის მასწავლებლების ფასილიტატორობით (ცირა მამაცაშვილის, გოჰარ მარტიროსიანის, აიგუი მანასიანის) კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ბუნებაზე ზრუნვა მათი ყოველდღიურობის ნაწილია.

„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების განვითარებას და აყალიბებს მათ ეკოცნობიერ მოქალაქეებად, რაც ჩვენი ქვეყნის მდგრადი მომავლის გარანტიაა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203