
„დედამიწა ჩვენი სახლია და მასზე ზრუნვა ბავშვობიდან იწყება!“,- აღნიშნავენ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში და მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
მე-3 კლასელებმა, დამრიგებელ ფიქრია მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღის კვირეული საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს:
მწვანე ბარათის“ სერტიფიკატები მიღების შემდეგ ემოციური იყო დადებული პირობა - მოვუაროთ დედამიწას!
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემართება და მადლობას უხდიან ფიქრია მაჭარაშვილს მოსწავლეებში გარემოსადმი სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გაღვივებისთვის.
ბახვის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელები კი დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, რესურს ოთახს ეწვივნენ. სპეციალურმა მასწავლებელმა, ნანა ბაჯელიძემ, მოსწავლეებს უმასპინძლა და მათთან ერთად გარემოსდაცვით საკითხებზე იმსჯელა.
„ჩვენი რესურს ოთახი და მისი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო მასალები მუდმივად ღიაა ყველა დაინტერესებული მოსწავლისთვის. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას, თანამშრომლობითი გარემოს შექმნას და იმის გააზრებას, რომ დედამიწაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.