„ჩვენი ფერადი ბურთი, რომელსაც დედამიწა ჰქვია“ - მარტვილის N1 სკოლის მე-3 კლასელები გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას ღონისძიებით გამოეხმაურნენ
23-04-2026

დედამიწა, რომ ჩვენი სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს მსოფლიომ დედამიწის დღე აღნიშნა. 

„ჩვენი ფერადი ბურთი, რომელსაც დედამიწა ჰქვია“ - ასე ეწოდება ღონისძიებას, რომლითაც მე-3 კლასელები (კლ.ხელმძღვანელი ფ.სიგუა) გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას გამოეხმაურნენ. 

პატარებმა მაყურებლის წინაშე მინი სპექტაკლი გაითამაშეს, შემდეგ კი თავიანთი პაწაწინა ხელებით დახატეს - „გზავნილები დედამიწას“ და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს. 

მათი აქტივობები მიმართული იყო ცნობიერების ამაღლებისკენ, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განცობიერებისა და ცოდნის გაღმავებისკენ

დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.  ეს დღე გარემოს დაცვის მხარდასაჭერად მთელს მსოფლიოს აერთიანებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203