
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა -საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღი - 14 აპრილი გამორჩეულად აღნიშნეს.
დედაენის დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ღონისძიება სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, მისი სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე. მათ ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს და პირობა დადეს, რომ უცხო სიტყვებს არ გამოიყენებენ და ენას არ დააბინძურებენ.
მოსწავლეებს არც იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი დავიწყებიათ და აღნიშნეს მისი შექმნილი დედაენის როლი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში. „დედაენა“ არის წიგნი, რომელმაც თაობები აღზარდა“,- აღნიშნეს სიამაყით მოსწავლეებმა.
ღონისძიება საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებას და ქართული ენისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
ღონისძებას უძღვებოდა ბიბლიოთეკარი მაია გეთია.
იხილეთ ფოტოები: