
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის სომხურენოვან საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა. ჩვენი პლანეტის მოფრთხილებისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობით ისაუბრეს.
გამორჩეულია აქტივობა ფერადი კონტინენტები:
ბილინგვური სწავლების მასწავლებლის, ასია ჯორკნციანის ხელმძღვანელობით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზო „მსოფლიო რუკად“ აქციეს. მათ ასფალტზე ცარცით კონტინენტები დახატეს, რითაც სიმბოლურად გამოხატეს ზრუნვა მთელ მსოფლიოზე.
საინტერესო იყო შემეცნებითი პრეზენტაციები:
გეოგრაფიის მასწავლებელმა, ნაირა სარქისიანმა, მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ თავად ბავშვებიც - მათ ისაუბრეს ეკოლოგიურ გამოწვევებსა და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც თითოეულმა ჩვენგანმა დედამიწის გადასარჩენად უნდა გადადგას.
„ეს დღე კიდევ ერთი შეხსენება იყო იმისა, რომ ჩვენი საერთო სახლის მოვლა ყველას ვალია!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: