
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მომავალი თაობის ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს ჩქუმის საჯარო სკოლაში დედამიწის მსოფლიო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა დარგეს ბზის ნერგები და დაასუფთავეს ეზო.
მოსწავლეებმა უკვე კარგად იციან რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება, საზოგადოებასაც მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“.
იხილეთ ფოტოები: