აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საგანმანათლებლო ღონისძიებით აღნიშნეს 
23-04-2026

22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.

საინტერესოდ აღინიშნა ეს დღე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში. 

მოწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ, პოსტერების დამზადებით, პრეზენტაციებით, თანატოლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებით, მოსწავლეებმა დედამიწის დღის დაარსებისა და მისი მიზნების შესახებ ბევრი რამ შეიტყვეს და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს თითოეული ჩვენგანის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა. 

„დედამიწა ჩვენი სახლია“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და საზოგადოებას ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობა შეახსენეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203