წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
23-04-2026

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ასწავლიან, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. 

22 აპრილს მსოფლიომ დედამიწის დრე აღნიშნა. საერთაშორის გარემოსდაცვით კამპანიას შეუერთდნენ წნორის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელი თ. ზედელაშვილი და ამ დღეს პროექტ-გაკვეთილი მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა  გამოფინეს  საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატები, პოსტერები და ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე. კიდევ ერთხელ გააცნობიერეს საკუთარი პასუხისმგებლობა დედამიწის მიმართ და აღნიშნეს, რომ მუდამ დაიცავენ - „საკუთარ  სახლს“.

აქტივობას ესწრებოდნენ მშობლები და პედაგოგები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203